ქართულ ბაზარზე პირველი ჰალალ სასტუმრო მარჯან პლაზა მდებარეობს თბილისის შუაგულში და გთავაზობთ უპრეცედენტო სერვისსა და მომსახურებებს. საკონფერენციო დარბაზი, ფიუჟენ სპა, სპორტდარბაზი, ლაიმსტოუნ რესტორანი, ჰარმონი ლობი ბარი და ჰორაიზონ შიშა ტერასა ყოველთვის მზადაა დააკმაყოფილოს თქვენი ყველა მოთხოვნა. გარდა უპრეცედენტო კომფორტისა, სასტუმრო, მეტრო-სადგურ მარჯანიშვილიდან და ყველა ღირსშესანიშნაობიდან ფეხით სავალი მანძილითაა დაშორებული. რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, მშრალი ხიდი, ძველი თბილისი და ნარიყალა მხოლოდ წუთების სავალ გზაზეა. თბილისის აეროპორტიდან მარჯან პლაზა 20 წუთის მგზავრობის მანძილზეა. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ მტკვრის ნაპირზე სიერნობით და აღმოაჩინონ ახალი გამოცდილებები და შეგრძნებები თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც 7კმ-თი არის დაშორებული. ბოტანიკურ ბაღთან ახლოს მდებარეობს ჯუმა მეჩეთი და სინაგოგა, სადაც მსურველებს შეუძლიათ ყოველ პარასკევს ილოცონ. თბილისი არის ერთადერთი ქალაქი ევროპაში, სადაც მეჩეთი, სინაგოგა, გრეგორიანული, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები ერთ ტერიტორიაზეა მოქცეული. ყოველივე კი თბილისის ძველ ისტორიულ უბანში, გოგირდის აბანოების მიმდებარედ მდებარეობს. ქალაქში შთამბეჭდავი გასეირნების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ფიუჟენ სპას, დატკბეთ სარელაქსაციო მასაჟით, განიტვირთოთ ორთქლის აბაზანებით ან აუზში ცურვით მიიღოთ ახალი სასიცოცხლო ენერგია. მიირთვით ჩვენი მაცოცხლებელი კოქტეილები ჰარმონი ლობი ბარში და ასევე დააგემოვნეთ ქართული და საერთაშორისო სამზარეულო ლაიმსტოუნ რესტორანში, სადაც კერძები ადგილობრივი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან მზადდება. მარჯან პლაზა არის პირველი სასტუმრო, სადაც აღმოსავლური ჰალალი და ქართული ტრადიციები ერთმანეთს ხვდებიან და ქმნიან ახალ, სრულიად უცხო გამოცდილებას მომხმარებლისთვის და ბოლოს, თქვენ არამხოლოდ შეგიძლიათ იგრძნოთ, არამედ შეეხოთ განსხვავებას.